ჩვენი კომპანია

ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯიამ“, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან.

გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, ჩვენი კომპანია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში, კერძოდ: SDG 7 „ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია“, SDG 9 „ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა“ და SDG 13 „კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მოქმედება“.

ბიოსაწვავის წარმოების მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯია“ დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი „Meliora 2022“ -საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში - კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.

პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა „ბიოდიზელი ჯორჯია“ დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ჩვენ ვაგროვებთ აღნიშნულ ნარჩენს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ადგილზე ვამუშავებთ, მათ შორის ვაექსპორტებთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის სრული რეგულაციების დაცვით.

ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება, შესაბამისად დავიწყეთ მუშაობა კიდევ ერთ „მწვანე“ პროექტზე – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოებაზე საქართველოში, რომელიც მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისაგან როგორებიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზისაგან მიღებული ელექტროენერგია მოხმარდება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარებს.

„ბიოდიზელი ჯორჯია“ მოწინავე პოზიციებზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, არასახიფათო თუ სახიფათო ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში,  ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე სწრაფად ვითარდება ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბები და ტენდენციები შესაბამისად, უკვე დავიწყეთ ახალი, უფრო დიდი, თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა ახალ ლოკაციაზე.

ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯია“ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო კომპანიამ მოუტანოს სარგებელი როგორც ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავრცოს განახლებადი ენერგიის მიწოდების წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას.