რა არის ბიოდიზელი


ბიოდიზელი არის  ბიორესურსებისაგან, ანუ მცენარეული ზეთიდან (და ასევე ცხოველური ცხიმებიდან) მიღებული ალტერნატიული, განახლებადი საწვავი,  რომლესაც ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ნავთობისაგან მიღებულ დიზელის საწვავს, ამიტომ ბიოდიზელი თავისუფლად გამოიყენება ყველა იმ სფეროში, სადაც ნავთობდიზელია გამოყენებული, მათ შორის შიდაწვის ძრავებში.

ბიოდიზელი მაღალი ხარისხის საწვავია, მისი მთელი რიგი ფიზიკური და  ქიმიური მახასიათებლები ბევრად ეკეთესია ვიდრე ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა. ამასთან ერთად, ბიოდიზლის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ბიოდიზელი არის განახლებადი, სუფთა და ეკო მეგობრული საწვავი, რომელიც ნავთობდიზელისაგან განსხვავებით არ აბინძურებს გარემოს არ გამოყოფს მავნე ემისიებს ატმოსფეროში.

ბიოდიზელი განსაკუთრებით ეფექტურია ურბანულ გარემოში საქალაქო ტრანსპორტში, სადაც მანქანების დიდი კონცენტრაციაა და ჰაერი  დაბინძურებული ტრანსპორტის გამონაბოლქვით. დღეისათვის ბიოდიზელი მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური და ეკო-მეგობრული, ალტერნატიული საწვავი მსოფლიოში.