მსოფლიო სტატისტიკა


 

ბიოსაწვავის წარმოება მთელს მსოფლიოში მუდმივად იზრდება. განსაკუთრებული ზრდა აღინიშნა ამ საუკუნის დასაწყისიდან  მოყოლებული თანამედროვე პერიოდის ჩათვლით.

ლიდერები ბიოსაწვავის წარმოებაში არიან ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები - აშშ და კანადა, მათ მოყვებათ სამხრეთ ამერიკის ქვეყნები და ევროპა.

ბიოსაწვავის წარმოების ზრდა მთელს მსოფლიოში სტაბილურია და უახლოეს ათწლეულში მოსალოდნელია ბიოდიზელის და ეთანოლოს, როგორც სუფთა განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის წარმოების კიდევ უფრო გაფართოება. 

2021 წელს ბიოდიზელის წილი აშშ-ს საწვავის ბაზარზე 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 10 წელიწადში მოსალოდნელია ამ ციფრის თითქმის 100% ზრდა.