23/05/2022 „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” USAID -ის ხელშეწყობით გაიმართა შეხვედრა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ნარჩენების გადამუშავების მხარდასაჭერად


„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” USAID -ის ხელშეწყობით გაიმართა შეხვედრა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ნარჩენების გადამუშავების მხარდასაჭერად, რომელსაც ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა მყარი და თხევადი ნარჩენების მართვის პრაქტიკის ხელშეწყობაზე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, დღევანდელ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიებას ესწრებოდა ბიოდიზელი ჯორჯიას დირექტორი მურმან პატარაია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კომპანიის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა კომპანიის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში და უპასუხა დასმულ კითხვებს. 

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.