25/05/2022 "განახლებადი ენერგიის დირექტივის (RED II) დანერგვა საქართველოში"


25 მაისს თბილისი მარიოტში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - "განახლებადი ენერგიის დირექტივის (RED II) დანერგვა საქართველოში" .

 დირექტივის მორგება ადგილობრივი პირობებისთვის რთული და მრავალმხრივი ამოცანაა, სადაც საჭიროა დაინტერესებული მხარეების ფართო წრის ჩართულობა და მონაწილეობა.

შეხვედრას ესწრებოდა კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯიას“ დირექტორი მურმან პატარაია და სამეცნიერო კონსულტანტი კახა ქარჩხაძე, მათ ისაუბრეს საქართველოში ბიოსაწვავის წარმოების ტენდენციებზე, ევრო დირექტივების პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობებზე, მათი განხორციელების მექანიზმებსა და პერსპექტივებზე.