14/06/23 „საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება/TNA“


დღეს 14 ივნისს Courtyard by Marriott Tbilisi - ში გაიმართა შეხვედრა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული და კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული, პროექტის „საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება/TNA“ ფარგლებში.

შეხვედრა ორგანიზებული იყო მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც კერძო სექტორის, ისე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯიას" წარმომადგენლებიც.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის სექტორში დაბალემისიებიანი ტექნოლოგიების საჭიროებები. გაიმართა დისკუსია, ტრანსპორტის სექტორში დაბალემისიებიანი ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების პროცესში იდენტიფიცირებული დაინტერესებული მხარეებისა და მათ შორის პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.