რესურეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) მედია-საუზმე


13 დეკემბერს ჰოლდინგ ბიოდიზელი ჯორჯიას დირექტორმა მურმან პატარაიამ მონაწილეობა მიიღო სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ჩატარებულ, რესურეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) მედია-საუზმეზე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) კონცეფციის უკეთ გაცნობას ეროვნული მედიის წარმომადგენლებისთვის, სოციალური მედიაზე გავლენის მქონე პირებისთვის, სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ბიზნეს ასოციაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და სხვა ეროვნული სუბიექტებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ რესწ-ის პროექტში EU4Environment-ის ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე სადემონსტრაციო ღონისძიებაში ჩართული ქართული საწარმოების მიერ მიღებულ შედეგები, მდგრადი ბიზნეს პრაქტიკისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა.  ამ გზით აღნიშნული ღონისძიება წარმოაჩენდა ფართო საზოგადოებისთვის რესურსეფექტურობისა და მწვანე ზრდის სარგებელს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა გარემოსთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერით, უფრო მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებით და გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების დაწესებით.