„მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შესაძლებლობები: კვლევები და განვითარება“.


ბიოდიზელი ჯორჯია არამარტო წარმატებული პროექტია, არამედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, სოციალური
საკითხების მოგვარებაზე და მეცნიერების განვითარებაზე საქართველოში.

ჰოლდინგი “ბიოდიზელი ჯორჯია”, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად სამეცნიერო კვლევის თანადამფინანსებელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს :“ მულტიპლექსური პჯრ ტექნოლოგია ზეთოვანი კულტურების დეტექციისათვის“.

ა.წ. 16 ნოემბერს აღნიშნული კვლევის შუალედური შედეგები წარმოდგენილი იქნა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებულ მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შესაძლებლობები:
კვლევები და განვითარება“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები, მათ შორის პროფესორები: პოლონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ეთიოპიის, საუდის არაბეთის, განის, უზბეკეთისა და ირანის უნივერსიტეტებიდან.

„ბიოდიზელი ჯორჯიას“ სამეცნიერო კონსულტანტმა პროფ. კახა ქარჩხაძემ და საკვლევი თემის ხელმძღვანელმა პროფ. ნელი დათუკიშვილმა კონფერენციაზე წარმოადგინეს მათი
კვლევის სამეცნიერო მიღწევები.

აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია როგორც წმინდა მეცნიერული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, კონკრეტულად, ამ სამეცნიერო კვლევის მიღწევები ხელს შეუწყობს ნედლეულის ანალიზის საფუძველზე ბიოსაწვავის გაუმჯობესებული საწარმოო
ფორმულის შექმნას, რომელიც დაინერგება კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯიას“ სამუშაო ტექნოლოგიურ პროცესში.