დოკუმენტური შემოწმებისა და შესაბამისობის შეფასების აქტების  ახალი ფორმა


საქართველოს მთავრობის №605 დადგენილების თანახმად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შეიმუშავა დოკუმენტური შემოწმებისა და შესაბამისობის შეფასების აქტების  ახალი ფორმა (ე.წ ჩეკლისტი), რომლის გამოყენებითაც, 2023 წლის დეკემბრიდან სააგენტოს ინსპექტორების მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მოწმდება გამოყენებული (მეორეული) კულინარიული ცხიმების (საკვები ზეთის) კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განკარგვის საკითხი. კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს ბიზნეს ოპერატორების მიერ ხდება თუ არა გამოყენებული (მეორეული) საკვები ზეთის გადაცემა შესაბამისი უფლების/ნებართვის მქონე გადამამუშავებელი პირისთვის.

ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯია“ 7 წელია რაც აქტიურად თანამშრომლობს HORECA ბიზნესთან და ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით ახდენს ნარჩენების მიღებასა და გადამუშავებას.