სოციალური და მწვანე საწარმოების ექსპო 2021


სოციალური და „მწვანე“ საწარმოების გამოფენა არის რეგიონული კონფერენციის „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში“-ს ნაწილი, რომელიც გაიმართა 18 ივნისს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-3 პავილიონში. კონფერენცია და თანმდევი გამოფენა CENN-ის მიმდინარე პროექტების: „EU4youth- სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ საქართველოსა და სომხეთში, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივაა საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანში.

გამოფენის დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გაცნობოდნენ 62 სხვადასხვა საწარმოს და შეეძინათ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. დამატებით, სტუმრებისთვის ადგილზე ჩატარდა მასტერკლასები ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაში, ხატვაში, იოგაში და სხვ.

კომპანია Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიამაც მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში სადაც დამთვალიერებლები გაეცნენ ჩვენი კომპანიის პროდუქციას, გარდა ამისა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, მისი სარგებელის , მახასიათებლების და სხვა დეტალების შესახებ