საერთაშორისო კონფერენცია - ევროკავშირი გარემოსათვის (EU4Environment)


კომპანია ბიოდიზელი ჯორჯიას სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი კახა ქარჩხაძე მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე - ევროკავშირი გარემოსათვის (EU4Environment), რომელიც გაიმართა 23 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency) სათაო ოფისში.

ბატონმა კახამ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო კომპანია ბიოდიზელი ჯორჯიას მიღწევები - ალტერნატიული, განახლებადი ბიოსაწვავისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოში.