კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა


2022 წლის 20 დეკემბერს მდგრადი განვითარების ცენტრი "რემისიას" და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანი: პროექტის „საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სექტორში შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიების განხილვა, მათ წინაშე მდგარი ბარიერების, ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის გზების დადგენა. კომპანიამ “ბიოდიზელ ჯორჯია” წარმოადგინა პრეზენტაცია "ზეთოვანი კულტურა რაპსის (Brassica napus) განვითარების პერსპექტივები საქართველოში."