თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (The Beyond COP21 Symposium)


გასულ კვირას, 10 მარტს, თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მასპინძლობდა სიმპოზიუმს, რომლის თემატიკაც იყო პარიზის კლიმატის შეთანხმება და გაეროს მდგრადი განვითრების მიზნები (The Beyond COP21 Symposium).  სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, Target4Green Educational Consultancy and Training Ltd, თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

სიმპოზიუმზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ის მოწინავე კომპანიები, რომლებიც მწვანე, ცირკულარულ ეკონომიკის განვითარებას ემსახურებიან და მათ საქმიანობა შეესაბამება როგორც პარიზის კლიმატის ხელშეკრულებს, ისე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების კრიტერიუმებს. (სიმპოზიუმის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შპს ბიოდიზელი ჯორჯია აღნიშნულ სიმპოზიუმზე მიწვეული ქართული კომპანიების საპატიო სიაში იქნა შეტანილი).

 შპს ბიოდიზელი ჯორჯია სიმპოზოუმზე წარმოადგინეს კომპანიის მედია მენეჯერმა ნათია ნოზაძემ და კომპანიის სამეცნიერო კონსულტანტმა კახა ქარჩხაძემ.

სიმპოზიუმმა უმასპინძლა კლიმატისა და მწვანე ეკონომიკის სექტორის სპეციალისტებს, კომპანიებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის და საქართველოში მოქმედი სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სკოლების მოსაწავლეების და სტუდენტების აქტიური მონაწილეობა სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ გამოფენაში.

ამ გამოფენაზე კომპანია ბიოდიზელი ჯორჯიამ წარმოადგინა საგანმანათლებლო და საპრომოციო მასალები ასევე ბიოდიზელის ნიმუშები, რამაც მოსწავლეების და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

შპს ბიოდიზელი ჯორჯიას წარმომადგენლებმა გააცნეს დამსწრეებს კომპანიის მუშაობის ასპექტები, მისი წვლილი  საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და ის  ბენეფიტები რაც ბიოდიზელს გარემოს დაცვის კუთხით მოაქვს.

თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ დიდი მადლობა გადაუხადა შპს ბიოდიზელი ჯორჯიას სიმპოზიუმში აქტიური  და საინტერესო მონაწილეობისათვის და გამოთქვა სურვილი მოსწავლეები მოიყვანოს ექსკურსიაზე შპს ბიოდიზელი ჯორჯიას საწარმოში და ასევე მომავალშიც გააგრძელოს საგანმანათლებიო და სხვა საქმიანი ურთიერთობები ჩვენს კომპანიასთან.