USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დელეგაციის ვიზიტი


11 აპრილს კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯიას" საწარმოს ესტუმრა USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

"ბიოდიზელი ჯორჯიას" ხელმძღვანელებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ბიოდიზელის საწარმოო ხაზი და დეტალურად გააცნეს ტექნოლოგიური პროცესი;

გაიმართა საქმიანი მსჯელობა, რომლის დროსაც განხილულ იქნა კომპანიის მიმდინარე და სამომავლო გეგმები, ასევე დაისახა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ბიოდიზელი ჯორჯიას მენეჯემენტმა USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს, ასევე უმასპინძლა “Green Hub”- ის ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარე წელს დაგეგმილია ბიოსაწვავის ახალი გადამაუშავებელი საწარმოს მშენებლობა.